საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა – რა არის
Sqemebi.ge - საინჟინრო გუნდი
საგზაო მოძრაობის სქემასაგზაო მოძრაობის სქემა არის სპეციალური საინჟინრო-გეგმარებითი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებას კონკრეტულ ლოკაციაზე.
რას მოიცავს მოძრაობის ორგანიზების სქემა?
- საგზაო ნიშნების განლაგებას და ტიპებს.
- სავალი ნაწილის მონიშვნებს (ხაზები, ზებრა გადასასვლელები).
- შუქნიშნების, ბარიერების და უსაფრთხოების კუნძულების დეტალურ გეგმას.
ნებისმიერი ახალი შენობის, პარკინგის ან გზის მშენებლობისას, სატრანსპორტო ორგანიზების სქემა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ დოკუმენტს, რომლის გარეშეც შეუძლებელია მუნიციპალიტეტისგან ნებართვის მიღება. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ამ სქემების პროფესიონალურ შედგენას და შეთანხმებას.